სოფელ თელეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

20/05/2021

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გახდა პრიორიტეტული. 2020-2021 წლებში 60-მდე საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია შევძელით., რასაც 21 მილიონი ლარი მოხმარდა. 6 ბაღი აშენდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, თუმცა არსებობს დაფინანსების კიდევ ორი წყარო და ეს არის ადგილობრივი ბიუჯეტი და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსება. ბაღი, რომელიც დღეს გავხსენით, სწორედ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარით დაფინანსდა, ხოლო მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ბოლო 2 წლის განმავლობაში 35 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს,“ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში ახალი საბავშვო ბაღის გაიხსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

ბაღის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 721 000 ლარით დაფინანსდა, ბაღი გათვლილია 60 ბავშვზე და სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გარდაბნის მუნიციპალიტეტში 10 საბავშვო ბაღი აშენდა, არსებული საბავშვო ბაღები კი რეაბილიტირდა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0