შატილისკენ მიმავალ გზაზე პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო დასრულებულია გეოლოგიური შესწავლის შესაბამისი ხარისხით, ქვათა ცვენა კი განვითარდა წლევანდელი ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ, სტიქიური მოვლენის შედეგად, რაზეც რეაგირება მოხდა მყისიერად-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის გაწმენდითი და დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება და დასრულდება ყველა საჭირო რესურსის გამოყენებით. ამ ეტაპზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზა გაწმენდილია 90-ე კმ-მდე, სადაც სუსტი გრუნტების გამო ჩამოშლილია დიდი ოდენობით შვავი და კლდის მასა. მონაკვეთი სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად აღდგება და და საავტომობილო გზა სავარაუდოდ 2 კვირაში გაიხსნება.
შატილისკენ მიმავალ გზაზე პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო დასრულებულია
14/05/2021