სოფელ ურბნისში საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება

05/05/2021

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რაზეც 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის სრული განახლება, კარ-ფანჯრების გამოცვლა, გათბობის ახალი სისტემის მონტაჟი, სპორტული დარბაზისა და ეზოს მოწყობა. ამავდროულად ეზოში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და გამწვანების ზონა. ასევე, სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომით იგეგმება.
სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა გულიაშვილთან ერთად გაეცნო. რწმუნებულის თქმით, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სკოლების როგორც რეაბილიტაცია, ისე მშენებლობა.

“ურბნისის სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. როგორც მოსწავლეებისთვის, ისე პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სივრცე იყოს კეთილმოწყობილი და კომფორტული.“ – აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0