ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდება. ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგი გამართა:
„ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში იმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები შარლ მიშელის ეგიდით, იცით, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით, საბოლოოდ, საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი იქნა კონკრეტული შეთანხმება. ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, ხელმომწერმა პოლიტიკურმა პარტიებმა ვიკისრეთ მთელი რიგი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ამის შესაბამისად, ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ასეთი პუნქტი შეეხება ამნისტიის აქტის გამოცემას. მოგეხსენებათ, რომ ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვმართავდით საკმაოდ საქმიან და ინტენსიურ შეხვედრებს იმ ოპოზიციურ ჯგუფებთან, რომლებიც არიან ამ შეთანხმების ხელმომწერნი. ჩვენ გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. პრინციპების დონეზე ძირითადი თანხვედრა არის იდეებში და ძირითად საკითხებში, თუმცა არის გარკვეული განსხვავებები. აქედან გამომდინარე , „ქართული ოცნების“ გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევასრულოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დავაინიციროთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში იყო და თავიდან იქნეს არიდებული 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობასა და პოლიციელებზწ ძალადობის, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით რეაგირების საკითხების გადაჭარბებული პოლიტიზება. აქედან გამომდინარე, ამ ამნისტიის მიზანი მდგომარეობს იმ შეთანხმების შესრულებაში, რაზეც ყველამ ვიკისრეთ ვალ დებულება და პასუხისმგებლობა. რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხს, ამნისტია გავრცელდება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ყველა პირი, რომელმაც 2019წლის 19 -21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული. ეს შეეხება როგორც დანაშაულის მომზადებას, ასევე მცდელობას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხი შეეხება ასევე პირობით მსჯავრს. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ ვისზე შეიძლება არ გავრცელდეს, ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა პოზიციები და ამ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად დავაახლოვეთ ჩვენ პოზიცია. კონვენციური დათქმა, რომელიც გულისხმობს, რომ არ შეიძლება გავავრცელოთ ჩვენ ამნისტია წამებაზე, ქამების მუქარაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე, ეს პუნქტიც არის ჩადებული ჩვენ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტში. ასევე ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი: პირი, რომელსაც არ სურს, რომ ისარგებლოს ამნისტიით, მას სრულად ექნება სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.