დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისა და კომუნალური სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დასუფთავების აქციაში ჩაერთო. აქციის ფარგლებში სოფელ მუშევანში არსებული ხევი ნარჩენებისგან გაიწმიდა. დასუფთავების აქცია “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები”-ს მხარდაჭერით გაიმართა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, წყლის რესურსების საერთაშორისო დღე 1993 წლიდან აღინიშნება.
“დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გავმართეთ, რომელიც წყლის რესურსების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ კომუნალური სამსახური ყოველდღიურად ზრუნავს მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე, არის გარკვეული ლოკაციები, სადაც სტიქიური ნაგავსაყრელები იქმნება და ჩვენც სწორედ ასეთ ადგილებს ვასუფთავებთ პერიოდულად. სუფთა გარემო არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და მსგავსი აქციები რა თქმა უნდა კვლავ გაგრძელდება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.