ვერტყვიჭალაში და საღანძილეში ახალი საბავშვო ბაღები აშენდა

13/03/2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერტყვიჭალაში და საღანძილეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა დასრულდა. სოფელ საღანძილეში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა, ხოლო ვერტყვიჭალაში ბავშვებს ბაღში სიარული ძველ ამორტიზირებულ შენობაში უწევდათ. პროექტის მიხედვით, მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ახალი ბაღები თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირთათვის. პროექტები, საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. ფონდმა საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 55 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0