ბოლნისის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრები სოფელ დისველსა და ზვარეთში გამართა. ორივე სოფელში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, შიდა გზების მოხრეშვა იგეგმება. შეხვედრისას მოსახლეობამ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის წინაშე, სოფელში არსებული სხვა საკითხებიც დააყენა. დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივებს აღნიშნული საკითხების მოგვარება კომპეტენციის ფარგლებში აღუთქვა. შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი, წელს ბოლნისში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დავით შერაზადიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები დისველსა და ზვარეთში გამართა
05/03/2021