ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

12/02/2021

სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ და ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალაში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერებასა და უშუალოდ მათ მიერ დასახული პრიორიტეტების შერჩევისა და სოფლად არსებული პრობლემების მოგვარების შესახებ ისაუბრეს. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტოს კონკრეტულად რომელი ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით ასპინძის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს, ქვეყანაში არსებული რეგულაციების გათვალისწინებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0