საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ 2021 წელსაც განხორციელდება

11/02/2021

დღეიდან პროგრამის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სოფლის კრებები გაიმართება, სადაც მოსახლეობა პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაასახელებს. დღეს მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აკაურთის, ფოცხვერიანის, ძეძვნარიანისა და ძველი ქვეშის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე მოისმინა სოფლად არსებული საჭიროებები. მოსახლეობასთან შეხვედრები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. სოფელ აკაურთაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოყოფილი თანხით არსებულ შიდა გზაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და საგზაო ნიშნები დამონტაჟდება, ხოლო ფოცხვერიანში, ძეძვნარიანსა და ძველ ქვეშში გარე განათების ქსელი მოეწყობა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი, წელს ბოლნისში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგელბში დღეს მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დავიწყეთ. მოსახლეობის ჩართულობით თითოეული სოფლის საჭიროებების გამოკვეთა და ამ პრობლემების მოგვარება მოხდება. ვფიქრობ, ამ პროგრამის ფარგლებში წელს ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან არაერთ პროექტს განვახორციელებთ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრები კოვიდრეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. მოხარული ვარ, რომ მოსახლეობა ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0