ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 86 შშმ ბავშვს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

12/01/2021

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ესტუმრა და საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების პაკეტი გადასცა. აღნიშნული დახმარების აქცია შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში: კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

“დღეს სოციალური აქცია გაიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების პაკეტები გადავეცით შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს. აღნიშნული აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით განხორციელდა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მხარდაჭერა და ამ მხრივ მუნიციპალიტეტი არაერთ პროგრამასა და აქტივობას ახორციელებს. მსგავსი აქციები, ჩვენი ჩართულობით, პერმანენტულად გაგრძელდება“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0