საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოვლით მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და განხორციელდება შემდეგნაირად:
• საავტომობილო გზის ნახშირღელე-ჭიშურას (კმ216-კმ218) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ორივე მიმართულებით ორი სამოძრაო ზოლით;
• საავტომობილო გზის 218-ე კმ-ზე არსებული ჭიშურას სახიდე გადასასვლელიდან 228-ე კმ-ზე არსებულ გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე ორმხრივი მოძრაობისას სავალი ნაწილი გამოიყოფა საგზაო მონიშვნით და მონიშვნის ხაზთან დასაყენებელი ბოძკინტებით ბიჯით 8 მეტრი. ასევე, აღნიშნულ მონაკვეთზე ორივე მიმართულებისთვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ზომების გატარების მიზნით დამატებით განთავსდება ყოველ 1 კილომეტრში „ორმხრივი მოძრაობა“, „გასწრება აკრძალულია“ და „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ 60კმ/სთ აღმნიშვნელი საგზაო ნიშნები;
• ბაში-ოჩოპას ხიდის მონაკვეთზე მოძრაობა განხორციელდება ორივე მიმართულებით ორი სამოძრაო ზოლით – შუაში გამყოფი ზოლით;
• აღმოსავლეთიდან-დასავლეთის, ასევე დასავლეთიდან-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებული ბაშის სატრანსპორტო კვანძის და სამტრედია-გრიგოლეთის ლოტი I-ზე (კმ259-კმ260-ში) არსებული სამტრედია-დაფნარის სატრანსპორტო კვანძის გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.