ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და „112“-ის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს – ჰანს კლუგეს უმასპინძლეს. სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, თუ რა პროცესი მიმდინარეობს მოქალაქის მიერ 112-ზე დარეკვიდან შესაბამის სამსახურებთან გადამისამართებამდე.შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ის ფუნქციები, რომელიც პანდემიის დროს დაემატა „112“-ის ცენტრს. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა – ჰანს კლუგემ დადებითად შეაფასა „112“-ის მუშაობა და ის აქტივობები, რაც „112“-მა კორონავირუსის ეფექტურად მართვისთვის შეიმუშავა.
ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორმა 112-ი დაათვალიერა
20/12/2020