შიდა ქართლში საირიგაციო სისტემის მოწესრიგება გრძელდება

24/11/2020

საქართველოს მელიორაცია შიდა ქართლში ძევერა-შერთულის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ახორციელებს. დანალექი გრუნტისა და მცენარეული საფარისაგან წყალგამანაწილებელი არხის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.
შედეგად სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი 650 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება.
აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს (ძევერა, შერთული, კარალეთი და გარეჯვარი).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0