თიანეთის მუნიციპალიტეტს მალე ახლად რეაბილიტირებული კულტურის სახლი ექნება, ობიექტზე სამშენებლო სამუსაოები დასასრულს უახლოვდება. მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებმა მაცაცო (მანანა) ნარიმანიძემ კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებაც 1 635 000 ლარია, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო სცენა, დარბაზი, საოპერატორო და საგრიმიორო ოთახები, დამონტაჟდა პროფესიონალური გახმოვანებისა და განათების აპარატურა. სამუშაოები დასკვნით ფაზაშია და უახლოეს მომავალში დასრულდება. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
„თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებულ კულტურის სახლს არასდროს ჩატარებია ასეთი სრულმასშტაბიანი სარებილიტაციო სამუშაოები. ძალიან მალე აქ მომუშავე ადამიანები იმუშავებენ განახლებულ თანამედროვე სტანდარტების შენობაში, რომელსაც ექნება ასევე განახლებული დარბაზი, საგრიმიორო, განათება და სხვა“ – განაცხადა მაცაცო (მანანა) ნარიმანიძემ.
კულტურის სახლის განახლების პროცესს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად თიანეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი ბერბერაშვილი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ვაჟა ბოდაველი დაესწრნენ.