ფოთში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

13/11/2020

ფოთში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. სპორტული კომპლექსი ორი საცურაო აუზით, დარბაზითა და სხვა ინფრასტრუქტურით მალე შევა ექსპლუატაციაში. მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი (25X16) და მცირე (10X8) საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით, ცალკე განთავსდება ფიტნეს დარბაზი. სპორტულ კომპლექსში მოეწყო საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის. იქვე განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის. ფოთის სპორტული კომპლექსის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სპორტული კომპლექსის მოწყობას ავეჯითა და ინვენტარით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0