აღმაშენებლის ხეივანში 8 ნოემბრამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

02/11/2020

თბილისის მერია სოფელი დიღმისთვის წყალარინების ქსელის მოწყობას განაგრძობს. ამჟამად, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4-დან 8 ნოემბრის ჩათვლით, აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით, ახმეტელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0