შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება. შპს „საქართველოს მელიორაცია“ ნადარბაზევის წყალსაცავიდან მკვებავი სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში:
გაიწმინდება 18 კილომეტრამდე სიგრძის წყალგამანაწილებელი არხები;
მოეწყობა რკინაბეტონის ღარები და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები;
ჩატარებული სამუშაოების შედეგად სოფელ ნადარბაზევის, შავშვების, ხურვალეთის, ნიგოზასა და ზემო რენეს 1300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 3 287 777 მლნ ლარია მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება. საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი დავით წითლიძე გორის მუნიციპალიტეტში საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.