“მინდა, გამოვეხმაურო იმ მნიშნვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც დღეს მთავრობამ მიიღო, ეს ეხება საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მინიჭების წესს და იმ დარგებს, რომელიც შეირჩა ამ ეტაპისთვის, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭოთ.
შერჩეულ იქნა ორი დარგი, სადაც ყველაზე მეტია დღესდღეობით შესაძლებლობა, რომ ასეთი საშეღავათო რეჟიმის შეთავაზებით მოვიზიდოთ მაქსიმალურად საერთაშორისო გლობალური კომპანიები და უცხოური ინვესტიციები – მათ შორის არის სანაოსნო სფერო, გემთმშენებლობა, გემით სარგებლობა და მასთან დაკავშირებული სერვისები“, – აღნიშნა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა და მნიშვნელოვანი დამსაქმებელი. მისი თქმით, ჩვენი მეზღვაურები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი, როგორც ძალიან კვალიფიციური პროფესიონალები. ამასთან, მთავრობა საქართველოს საკუთარი ფლოტის აღდგენის საკითხზე მუშაობს.
„ახლა გვინდა, საქართველოში შევქმნათ წინაპირობა, რომ ჩვენი საკუთარი ფლოტი აღდგეს. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, შევისწავლეთ მთელი რიგი ქვეყნების მაგალითები, როგორიცაა მალტა, კვიპროსი, სხვა შედარებით მცირე სახელმწიფოები, რომლებიც დღესდღეობით ლიდერებად მიიჩნევიან სანაოსნო დარგში მსოფლიოში და საქართველოსაც აქვს ეს პოტენციალი“.