ტვირთების გადაზიდვა როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან მიმართებაში აბსოლუტურად შეუფერხებლად ხორციელდება

03/10/2020

“საქართველოს გავლით სამოქალაქო დანიშნულების სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან მიმართებაში აბსოლუტურად შეუფერხებლად ხორციელდება. ამაზე მეტყველებს სტატისტიკაც – კონფლიქტის განახლების მომენტიდან, სამოქალაქო დანიშნულების ტვირთით დატვირთული მანქანების საზღვრის კვეთის სტატისტიკა პრაქტიკულად არ შეცვლილა. სამოქალაქო ტვირთით დატვირთული დაახლოებით 750-დან 800-მდე სატვირთო ავტომობილი ყოველდღიურად კვეთს საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის საზღრებს”, – ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ჩვენს რეგიონში მნიშნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია აკისრია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი მთლიანად რეგიონალური ეკონომიკის განვითარებისთვის და რასაკვირველია, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების – აზერბაიჯანისა და სომხეთის ეკონომიკების გამართული ფუნქციონირებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0