საქართველოს საზღვაო სექტორი საერთაშორისო სტანდარტებს სულ უფრო უახლოვდება

24/09/2020

“პანდემიის პერიოდში კიდევ ერთხელ დაინახა მსოფლიომ საზღვაო გადაზიდვების და ამ დარგში მომუშავე პირების მნიშვნელობა, რამდენად დიდია კაცობრიობის მდგრადი მომავლის შექმნისთვის. საქართველოში 14000-მდე რეგისტრირებული მეზღვაურია. თითოეული მეზღვაურის წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან დიდია: ყველაზე კონსერვატიული გათვლებით ყოველწლიურად ქვეყნის ეკონომიკაში ნაღდი ფულის სახით დაახლოებით 500 მილიონი ლარი შემოაქვთ და ამ თვალსაზრისით ქართული ეკონომიკის მდგრადობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნიან. 2019 წლის მონაცემებით საქართველო მე-13 ადგილს იკავებდა ევროკავშირის ქვეყნების გემებზე ოფიცერთა შემადგენლობის მიწოდების კუთხით. 2015 წელთან შედარებით კი – ბოლო წლებში ევროპული ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმების კუთხით დაახლოებით 40%-იანი ზრდა გვაქვს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0