N67 და N204 მარშრუტებში მიმდინარე წლის 21 სექტემბრიდან ცვლილებები განხორციელდება და აღნიშნული მიკროავტობუსები დროებით ახალი სქემით იმოძრავებენ.
მარშრუტი N67 – კორექტირება განხორციელდა მის გზასავალზე და მარშრუტი ჩამოყალიბდა შემდეგი სქემით:
მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1“-ის მიმდებარე ტერიტორია (წრე) – თამარ მეფის გამზირი – გმირთა მოედანი – პ. მელიქიშვილის ქუჩა – ი. თარხნიშვილის ქუჩა – ვ. ბარნოვის ქუჩა – მრგვალი ბაღი – მცხეთის ქუჩა – ტ. ტაბიძის ქუჩა – დარიალის ქუჩა – ი. აბაშიძის ქუჩა – ი. აბაშიძის ქუჩა – დარიალის ქუჩა – ტ. ტაბიძის ქუჩა – მცხეთის ქუჩა – მრგვალი ბაღი – ვ. ბარნოვის ქუჩა – ვ. პეტრიაშვილის ქუჩა – პ. მელიქიშვილის ქუჩა – მ. კოსტავას ქუჩა – შოთა რუსთაველის გამზირი – მ. კოსტავას ქუჩა – გმირთა მოედანი – თამარ მეფის გამზირი – „სადგურის მოედანი 1“-ის მიმდებარე ტერიტორია.
მარშრუტი N204 – თიანეთის ქუჩისკენ გადაადგილებისას გზასავალი გაუგრძელდა მუხრანის ქ. N47-მდე და იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით:
მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა N137 (აბასთუმნის ქუჩის კვეთის მიმდებარედ), – მ. წინამძღვრიშვილის ქუჩა – ა. წერეთლის გამზირი – თ. ერისთავის ქუჩა – დ. გურამიშვილის გამზირი – გუდამაყრის ქუჩა – ჩარგლის ქუჩა – მუხრანის ქუჩა, საიდანაც მიკროავტობუსი მობრუნდება მუხრანის ქუჩის N47-თან – თიანეთის ქუჩის N65-ის მიმდებარედ.
რაც შეეხება ახალ მარშრუტებს, ვაკის რაიონში, აგარაკის ქუჩის მოსახლეობის მომსახურება: აგარაკის ქუჩა – ა. ვარაზის ქუჩა, საიდანაც მიკროავტობუსი მობრუნდება თხინვალას ქუჩის კვეთასთან – ბ. ჟღენტის ქუჩა – შ. ნუცუბიძის ქუჩა – ზ. ანჯაფარიძის ქუჩა – მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარე ტერიტორია.
ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის მოსახლეობის მომსახურება: გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორია – ც. დადიანის ქუჩა – რ. ურიდიას ქუჩა – ნ. ხუდადოვის ქუჩა – ნ. აგიაშვილის ქუჩა – ბარაკონის ქუჩა – ორჯონიკიძე-ტოროშელიძის ქუჩებისა და მერი შერვაშიძის ქუჩის კვეთა.
საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში არსებული მოციქულთა სწორი ნინოს ქ. I შესახვევის მიმართულებით, ბაგა ბაღისკენ მოძრავი მიკროავტობუსი: დიდგორის ქუჩა N1-ის მოპირდაპირედ – დიდგორის ქუჩა – მოციქულთა სწორი ნინოს ქუჩა – მოციქულთა სწორი ნინოს ქ. I შესახვევი – გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა – დიდგორის ქუჩა – გ. ათონელის ქუჩა – დ. სარაჯიშვილის ქუჩა – დიდგორის ქუჩა – გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა – მოციქულთა სწორი ნინოს ქ. I შესახვევი – მოციქულთა სწორი ნინოს ქუჩა – დიდგორის ქუჩა N1-ის მოპირდაპირედ იმოძრავებს წრიულად.
ისნის რაიონში, მელაანის მე-5 შესახვევის მომსახურება: მელაანის V შესახვევი N43-ის მიმდებარედ – ჯ. ბუშის ქუჩა – კახეთის გზატკეცილი – ვ. ჩაჩავას ქუჩა – აწყურის ქუჩა – კახეთის I შესახვევი – ქეთევან დედოფლის გამზირი – ნავთლუღის ქუჩა – ლობჟანიძის ქუჩა – ს. დოდაშვილის ქუჩა – ს. წულაძის ქუჩა – ციხისძირის ქუჩა – სამგორის ქუჩა – მეველეს ქუჩა (ქეთევან დედოფლის გამზირის გადაკვეთის მიმდებარე ტერიტორია).
ისნის რაიონში, ე.წ. „დირსის“ დასახლების მომსახურება: შ. ნადირაშვილის ქუჩა – ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი – წულაძის ქუჩა – ციხისძირის ქუჩა – მეველეს ქუჩა (მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორია).