დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევაა

26/08/2020

სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით, ბორჯომში ორ დღიანი ტრენინგის გაიხსნას დაესწრო.
ტრენინგის თემა: “დეზინფორმაციის ზეგავლენა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე და მისი პრევენციის მნიშვნელობა”
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ,კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეები ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში გაეცნენ დეზინფორმაციის სოციალური ზეგავლენის ნეგატიურ შედეგებს და იმსჯელეს მათი გავრცელების პრევენციის სტრატეგიებზე.
ტრენინგი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და კომუნიკაციების კომისიასთან თანამშრომლობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით განხორციელდა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გახსნა.
„დეზინფორმაცია 21-ე საუკუნის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რასაც ხშირად მიმართავენ რათა გამოწვეულ იქნას საზოგადოებრივი აზრის პოლარიზება, წახალისებულ იქნას სიძულვილის ენა და ექსტრემიზმი, რასაც შეუძლია დააზიანოს დემოკრატიული პროცესები და შეამციროს მათ მიმართ ნდობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0