ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პროკურატურის მიერ დაკავებული ქირურგის, ვახტანგ ყიფიანის ძმას და მამას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, საქმის გარშემო არსებულ დეტალებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი საკონონმდებლო ბაზა, რომელიც დაიცავს როგორც პაციენტის, ასევე ექიმების უფლებებს. მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ექიმის ოჯახმა გაიზიარა სამინისტროს დამოკიდებულება, რომ „უნდა დაიწყოს პროცესები, რათა ნებისმიერ პროფესიაში მეტი სიცხადე იყოს შეტანილი“.
ჯანდაცვის მინისტრი, ვახტანგ ყიფიანის ოჯახის წევრებს შეხვდა
19/08/2020