საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან ისა აბდულა აბდულრაჰმან ალნოაიმისთან. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების მზარდ დინამიკასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე. მთავრობის მეთაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გიორგი გახარიამ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან
17/08/2020