ახალციხეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

08/08/2020

დღეს, ახალციხეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. ვეტერანები, მოქალაქეები, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცენტრალურ სკვერში არსებულ მემორიალთან შეიკრიბნენ და 12 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულები გაიხსენეს. გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ამაღლების სახელობის ტაძრის დეკანოზმა, მამა ნიკოლოზმა გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. აგვისტოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან ექვსი ჯარისკაცია გარდაცვლილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0