ნანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა

06/08/2020

დუშეთის მუნიციპალიტეტში ანანურის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა.
შემთხვევა რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა დღეს დილით დაახლოებით 11 საათზე მოხდა, წინასწარი ინფორმაციით სატვირთო ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა,რის შემდეგადაც იქ განთავსებულ შენობას შეეჯახა.დაღუპულთაგან ერთი ადგილობრივი მცხოვრებია,ხოლო მეორე გარდაცვლილი ტრაილერის მძღოლი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შემთხვევის ადგილზე დროულად მივიდნენ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების,სამაშველო სამსახურის და ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლები, ანანურში იმყოფებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მაცაცო ნარიმანიძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი. მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი პირების ოჯახებს. ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდვითი სამუშაოები.მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0