რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულთან შალვა კერესელიძესთან ერთად რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის პროექტების მიმდინარეობას და სამუშაოების ტემპს ადგილზე ეცნობა. მინისტრის მოადგილემ და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გუდაურში წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კონტრაქტორი კომპანიისგან მიიღეს ინფორმაცია უკვე შესრულებული და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. გუდაურში დაახლოებით 50 მილიონიანი პროექტები ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს სამ ძირითად ლოკაციას – ეს არის გამწმენდი ნაგებობა, საკანალიზაციო ქსელი და ერთ-ერთი წყლის რეზერვუარი. ძველი რეზერვუარი ახლით ჩანაცვლდება წყალმომარაგების სისტემაში.
საკურორტო ზონაში არ არის გამართული საკანალიზაციო ქსელი. ასევე, მზარდი ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და დამსვენებლების გამო, არსებული წყალმომარაგების სისტემები დამატებითი წყლის დებიტის შექმნას საჭიროებს, რათა ზამთრის სეზონზე გუდაურის სტაბილური წყალმომარაგება უზრუნველყოს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლების მეორე ფაზა იწყება
29/07/2020