ბოლნისის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგად სოფლები: ტანძია, ძველი ქვეში, ძეძვნარიანი, კიანეთი, ფოცხვერიანი, ჭრეში, იწრია, ქვეში, ქვემო ბოლნისი და ხატისოფელი დაზარალდა. დაზარალებულ სოფლებში ადგილზე ვითარებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. სტიქიამ ზიანი საკარმიდამო ნათესებს მიაყენა. წაქცეულია რამდენიმე ხეც. პირველადი დათვალიერებით, საცხოვრებელი სახლები ძლიერად არ დაზიანებულა. ამ ეტაპზე დაზარალებულ სოფლებში მუშაობას აგრძელებს სპეციალური კომისია, რომელმაც მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა უნდა დაადგინოს. დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი მუნიციპალიტეტის დადგენილი წესის შესაბამისად აუნაზღაურდება.
ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ათი სოფელი დააზარალა
27/07/2020