დღეიდან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი (2-299-299) თანამედროვე შენობაში გააგრძელებს მუშობას. განახლებული ინფრასტრუქტურა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ გახსნეს. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი ლევან დგებუაძე. განახლებული ინფრასტრუქტურა ქოლცენტრს აძლევს დამატებით შესაძლებლობებს, მომხმარებელს მოემსახუროს უფრო სწრაფად და კომფორტულად. ამჟამად, განახლებული ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიებში გაერთიანებული და ინტეგრირებულია ყველა საჭირო საკომუნიკაციო არხი, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს არამარტო სატელეფონო ზარების სერვისებით, არამედ მრავალფუნქციური სისტემებით მომსახურება.
აღსანიშნავია შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის მუშაობა COVID-19-ის პირობებში. 2020 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში მომსახურება გაეწია 71 000 -ზე მეტ სატელეფონო ზარს.
შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი თანამედროვე შენობაში გააგრძელებს მუშობას
17/07/2020