ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში განახლებული სასწავლო პროცესის მიმდინარეობას შალვა კერესელიძე გაეცნო

07/07/2020

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით მცხეთა-მთიანეთში არსებულმა პროფესიულმა სასწავლებლებმა მუშაობა განაახლა.ილია წინამძღვრიშვილის სახელობის სასწავლებლის სამივე ფილიალს კორონა ვირუსის პანდემიის გამო 2 მარტიდან ოთხი თვის განმავლობაში სწავლა შეწყვეტილი ჰქონდა.სწავლის გაგრძელების უფლება საგანმანათლებლო დაწესებულებამ კი მას შემდეგ მოიპოვა, რაც ადმინისტრაციამ კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.
კერძოდ შენობაში შესვლამდე მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ ასევე უწევთ დეზობარიერის გავლა,სასწავლებლის აუდიტორიებში გამოკრულია კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ინსტრუქცია, ასევე სასწავლო მაგიდებს შორის დაცულია დისტანცია. სასწავლო პროცესის მიმდინარეობა სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ კოლეჯის დირექტორთან ერთად დაათვალიერა. ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს სოფელ წინამძღვრიაანთკარის გარდა ფილიალები ყაზბეგის და თიანეთის მუნიციპალიტეტებშიც აქვს.საგანმანათლებლო დაწესებულება ყველა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი,კოლეჯის სამივე ფილიალში სამასზე მეტი მოსწავლე ირიცხება,რომლებიც ისეთ პროფესიებს ეუფლებიან როგორიც არის მეღვინეობა, მეტყევეობა, ხეზე მუშაობა, მეფუტკრეობა, კერვა,კომპიუტერული ტექნოლოგიები და სხვა.მსურველებისთვის პროფესიულ კოლეჯში სწავლას სახელმწიფო აფინანსებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0