არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს შეხვდა

30/06/2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ელჩმა პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება დადებითად შეაფასა. შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და იმ რეფორმებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაეხმარება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კარლ ჰარცელს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0