გამყოფ ხაზთან მცხოვრებ შშმ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ

27/06/2020

სამეგრელო-ზემი სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ლია გიგაურთან, საქართველოში საფრანგეთის ელჩთან დიეგო კოლასთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად სოფელ რუხში იმყოფებოდა. სახელმწიფო რწმუნებულმა, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან და დიპლომატთან ერთად გამყოფ ხაზთან მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მოინახულა. მოზარდებს ტკბილეულთან და საჩუქრებთან ერთად, პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვები პროდუქტების კალათები გადაეცა. გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარების აქცია მთავრობის ადმინისტრაციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საფრანგეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აგრძელებს COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის შედეგების შესამსუბუქებლად მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე. საქართველოს ხელისუფლება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირების, პროგრამების შემუშავების და გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0