სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ხელმძღვანელობას შეხვდა. სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს , კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათის გაწეული დახმარების საკითხი.
სახელმწიფო რწმუნებულმა, უშუალოდ სამსახურის ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისას გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების, სოციალური და სხვა ტიპის სერვისების შესახებ, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერია სთავაზობდა ცალკეულ მოწყვლად ჯგუფებს. შეხვედრის შემდეგ მხარის რწმუნებულმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე მოინახულა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მსგავს შეხვედრებს გამართავს და არსებულ პრობლემებს პირადად გაეცნობა.
ბესიკ ამირანაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის ხელმძღვანელობას შეხვდა
12/06/2020