ქუთაისის შემოვლითი გზის III ლოტის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2020 წლის 4 ივნისი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, სამუშაოების დასრულება აღნიშნულ ვადაში ვერ ესწრება და საჭიროა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა გაგრძელდეს 2020 წლის 11 ივნისის ჩათვლით. დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის, ნიკეას ქუჩის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზის და გეგუთის სატრანსპორტო კვანძის გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
11 ივნისის ჩათვლით გეგუთის კვანძიდან ბაშის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა აკრძალულია
04/06/2020