მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

26/05/2020

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერიდან 102 წლისთავის აღნიშვნას მცხეთა-მთიანეთის რეგიონიც შეუერთდა. ქვეყანაში შექმნილი ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე, რეგიონში ეს დღე მოკრძალებულად აღინიშნა. მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, ცენტრალურ მოედნებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული დროშები გამოიფინა. მოეწყო ფოტო გამოფენა და გაჟღერდა ეროვნული ჰიმნი. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქალაქ დუშეთში დაესწრო. მხარის რწმუნებულმა რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, სიკეთე, სიმტკიცე და ერთიანობა უსურვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0