მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 1000 ბენეფიციარს სასურსათო პაკეტი გადაეცა

14/05/2020

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, მორიგი სოციალური აქცია განხორციელდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. ამჯერად, სასურსათო პროდუქტითა და პირველადი მოხმარების ნივთებით დაკომპლექტებული პაკეტი მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 1000-მა ბენეფიციარმა მიიღო. ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი მინის მწარმოებელი კომპანიის მხარდაჭერით განხორციელდა.

პაკეტების გადაცემის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ. ადგილზე არსებულ ვითარებას თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, ქსნის მინის ტარის ქარხნის გენერალური დირექტორი თაილან საბანერი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მოქალაქეთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით, ძირითადი მოხმარების პროდუქტით დაკომპლექტებული 11 000-მდე პაკეტი გაიცა. მარტისა და აპრილის თვის სასურსათო მარაგი გადაეცა საბავშვო ბაღების 3700 აღსაზრდელს. რეგიონში მცხოვრებმა მოსახლეობამ, ფინანსური დახმარების სახით, ჯამურად, 800 000 ლარზე მეტი მიიღო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0