ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მაღალმთიან სოფელ ჩხაკაურაში იმყოფებოდა. მერმა, ადგილობრივებს, კიდევ ერთხელ ესაუბრა საგანგებო მდგომარეობის დროს, მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებსა და რეგულაციებზე. ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში კანონით დაშვებულ გადაადგილების შესაძლებლობებზე. გურიის საკოორდინაციო შტაბთან შეთანხმებით, ადგილზე გადაწყდა, დამატებით, ორი სატრანსპორტო ერთეულის დროებითი დაშვების საკითხი. ასევე, ოპერატიულად გადაიჭრა, მოსახლეობის მიერ პირბადეების დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემა.
ირაკლი კუჭავა, მაღალმთიან სოფელ ჩხაკაურაში იმყოფებოდა
25/04/2020