საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, რეგიონში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სოფლის მეურნეობის დარგებს

24/04/2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პრალელურად რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად საგაზაფხულო სამუშაოების პერიოდია, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით, მსუბუქი ავტომობილებით საათობრივი გადაადგილება დაიშვა. ამავდროულად, შეუფერხებლად მიმდინარეობს პესტიციდებისა და საწამლი საშუალებების მაღაზიების ფუნქციონირება. აღნიშნული შეღავათები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მომუშავე ფერმერებისთვის.
შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში მდებარე სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა და სამუშაო პროცესს გაეცნო. სასათბურე მეურნეობაში დასაქმებულია 50 ადგილობრივი პირი. სათბურში მოწეული პროდუქცია საქართველოს გარდა, ექსპორტზეც გადის.

“საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, რეგიონში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სოფლის მეურნეობის დარგებს. მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, სავარგულებს სათანადოდ მიხედონ და ამ მხრივ რაიმე შეფერხება არ გვაქვს. დამატებითი საჭიროებების შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტები გასცემენ შესაბამის საშვებს.“ – აღნიშნა წმუნებულმა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,ფერმერებს ექნებათ შეუფერხებლად გადაადგილების საშუალება, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0