ხაშურის მუნიციპალიტეტში უკიდურესი საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტებით დახმარება კლავაც აქტიურად მიმდინარეობს

24/04/2020

ხაშურის მუნიციპალიტეტში უკიდურესი საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტებით დახმარება კლავაც აქტიურად მიმდინარეობს. დახმარებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების ნაწილის შეძენა მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების მიერ გაღებული საქველმოქმედო თანხით განხორციელდა, საქველმოქმედო შემოწირულობა გაიღეს ბიზნესის წარმომადგენლებმაც. პროდუქტების განაწილების პროცესს ხელმძღვანელობენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ცერცვაძე და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელი მამუკა გოლუბიანი. აღნიშნული სასურსათო პაკეტების დარიგება რამდენიმე დღე გაგრძელდება. მუნიციპალიტეტის მერია, ქველმოქმედებისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის შპს„ გუროს“ დირექტორს მალხაზ ფცქიალაძეს, შპს „სიახლე+“ ის დირექტორს ზოია გუროვას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალისხმევას არ იშურებს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. ხაშურის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის დახმარება კვლავაც გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0