ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთათვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების გაცემა გრძელდება

23/04/2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთათვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების გაცემა გრძელდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და მერის პირველმა მოადგილე ზვიად ქურდაძემ პროდუქტების გაცემის პროცესი ადგილზე შეამოწმეს. სასურსათო პაკეტებს, ხაშურის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის ყველა აღსაზრდელი მიიღებს. პროდუქტების გაცემის პროცედურა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0