დევნილი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების გადაცემის პროცესი გრძელდება

18/04/2020

დევნილი ოჯახებისთვის საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების გადაცემის პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე, დახმარება შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს დაურიგდათ. სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრებს მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ონკოლოგიური ავადმყოფები იღებენ. ამასთან, აღნიშნული დევნილი ოჯახები რეგისტრირებულები არიან სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში და მინიჭებული აქვთ 30 001-ზე ნაკლები ქულა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ბიუჯეტში დევნილი ოჯახების დახმარების მიზნით 100 000 ლარამდე გამოიყო. საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები, საქართველოს მასშტაბით, ჯამში,1050 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0