შექმნილ მძიმე კრიზისულ ვითარებაში მნიშვნელოვანია მჭიდრო რეგიონული თანამშრომლობა და სოლიდარული მიდგომები

15/04/2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს ვიდეოზარის საშუალებით ესაუბრა.
პრეზიდენტებმა ერთმანეთს საქართველოსა და სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება გააცნეს და იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელიც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიმართულებით ტარდება. საუბრისას აღინიშნა, რომ შექმნილ მძიმე კრიზისულ ვითარებაში მნიშვნელოვანია მჭიდრო რეგიონული თანამშრომლობა და სოლიდარული მიდგომები.
ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში მსგავსი ტიპის თანამშრომლობის მზაობის მნიშვნელობა. პრეზიდენტებმა განიხილეს ასევე, კორონავირუსის პოსტკრიზისული პერიოდისათვის მზადების საკითხები, საჭიროებები და ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების გამკლავების გზები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0