„ის ორგანიზაციები, რომლებიც წარადგენენ მუნიციპალიტეტებში, ოპერატიულ შტაბებში დასტურს იმისა, რომ მათი სამუშაო პროცესი ორგანიზებულია ისეთი სახით, რომ ეს შეესაბამება სრულად ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებს, ასეთ სამშენებლო კომპანიებს და ასეთ ობიექტებს, მიეცემათ მუშაობის გაგრძელების საშუალება. მშენებლობასთან დაკავშირებით, მსხვილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც არის გარანტირებული და მკაცრად კონტროლდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ყველა წესის უპირობო დაცვა, გააგრძელებს მუშაობას და ასევე მოხდება კერძო სექტორთან მიმართებაში. სხვა შემთხვევაში, ჩვენ დროებით, 21 აპრილამდე, ვთხოვთ დროებით შეაჩერონ საქმიანობა. ეს ზომები და შეზღუდვები მიმართულია იმაზე, რომ ძალიან სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვეულებრივად ბიზნეს საქმიანობას, ჩვეულებრივ ცხოვრებას, ერთმანეთთან სტუმრობას, არ დავიცავთ ყველა იმ სოციალური დისტანცირების, კონტაქტების შეზღუდვის მოთხოვნებს, ჩვენ მოგვიწევს, როგორც საგანგებო ვითარების გაგრძელება, ისე შესაძლოა ამავე პერიოდის განმავლობაში უფრო მკაცრი ზომების მიღება, რაც არ არის სასურველი არც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და არც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მსხვილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც არის გარანტირებული და მკაცრად კონტროლდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ყველა წესის უპირობო დაცვა, გააგრძელებს მუშაობას
01/04/2020