სოფელ რუხში სამედიცინო დანიშნულების კარავი განთავსდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოსული მოქალაქეები თერმოსკრინინგს გაივლიან, ასევე იქ განთავსებული ექიმები შემოწმების შემდეგ განსაზღვრავენ მოქალაქეებს საკარანტინო ზონაში გადაიყვანენ თუ სამედიცინო დაწესებულებაში. რუხში განთავსებული სამედიცინო დანიშნულების კარავი სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად დაათვალიერა. სახელმწიფო რწმუნებული სამედიცინო დანიშნულების კარვის ფუნქციონირების საკითხებს ადგილზე გაეცნო.
სოფელ რუხში სამედიცინო დანიშნულების კარავი განთავსდა
31/03/2020