საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მოქმედებს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი. მოსახლეობის საჭიროებებზე სწრაფი რეაგირების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია გადასულია 24-საათიანი მუშაობის რეჟიმზე. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ასევე მოქმედებს სპეციალური ცხელი ხაზი: 551 02 20 99.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ეფექტური ღონისძიებების გატარებისთვის, მერის ხელმძღვანელობით, შექმნილია საგანგებო საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებს. საკარანტინო მდგომარეობის წესების გათვალისწინებით, მოქალაქეებს სხვადასხვა საკითხზე შესაბამისი ინფორმაციისა და დახმარების მისაღებად შეუძლიათ დაუკავშირდნენ პასუხსიმგებელ პირებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე:
მუნიციპალიტეტის სასურსათო უზრუნველყოფა, დისტრიბუცია, სოფლის მეურნეობის საკითხები – გიორგი მირიანაშვილი- 599 85 98 00;
სოციალური და ჯანდაცვის საკითხები, მოსახლეობის თერმოსკრინინგი – ბუბა გობეჯიშვილი – 599 85 98 40;
საბავშვო ბაღების აღსაზრდელების კვება- ვალენტინა ნავერიანი -599 85 98 85;
მოწყვლადი ჯგუფების სასურსათო პროდუქტებით მომარაგება – იროდი უგრეხელიძე -599 90 97 47;
მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული საკითხები – კონსტანტინე კორძაძე -599 85 99 00;
სამშენებლო მასალების ტრანსპორტირება – დავით ჯაფარიძე-599 71 77 47;
მოხალისეთა და მობილური ჯგუფების კოორდინაცია- ბექა წაქაძე- 598 85 22 85;
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი -მერაბ ხაჭიპერაძე- 599 85 99 02;
სავაჭრო ობიექტების, სასურსათო მაღაზიების, ფარმაცევტული ქსელების, ფასების მონიტორინგი და ვირუსის პრევენციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება – გიზო კორტავა – 599 89 98 62;
ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებსა და საკრებულოს წევრებთან კოორდინაცია – პაპუნა მუშკუდიანი- 599 85 99 20;
ენერგოუზრუნველყოფა და კომუნალური საკითხების კოორდინაციის ხელმძღვანელობა – თამაზ ჟორჟოლიანი – 599 85 97 77;
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში, დაიცვათ საკარანტინო მდგომარეობით გათვალისწინებული წესები და რეკომენდაციები, გაუფრთხილდეთ თქვენი და გარშემომყოფების ჯანმრთელობას!