ჭიათურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს.

29/03/2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან და სპეციალისტებთან ერთად ჭიათურაში ხიდების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. გივი მოდებაძე ჭიათურა-წირქვალის დამაკავშირებელი გზის სოფელ თაბაგრების იმ მონაკვეთზე იმყოფებოდა, სადაც ხიდის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ადგილზე სამუშაოების ნაწილი შესრულებულია და მშენებლობის პროცესი გრძელდება. ჭიათურა-წირქვალის დამაკავშირებელ გზაზე ხიდის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება.
პროექტის ღირებულება 25 000 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ასრულებს. დღესვე ჭიათურის მერი მღვიმევის ქუჩისა და ე.წ ჯარბელის დასახლების დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო პროცესსაც გაეცნო, სადაც სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ქუჩისა და ე.წ ჯარბელის დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას საგზაო დეპარტამენტი აწარმოებს. პროექტის ღირებულება 600 000 ლარზე მეტს შეადგენს. სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0