ტექინსპექტირებასთან დაკავშირებული სერვისები არ შედის აკრძალვაში

24/03/2020

„ტექინსპექტირებასთან დაკავშირებული სერვისები არ შედის აკრძალვაში. ტესტირების ცენტრების საქმიანობა გრძელდება წესების დაცვით,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებას არ აუკრძალავს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სერვისების ფუნქციონირება. მისი თქმით, შესაბამისი ტესტირების ცენტრები მოემსახურებიან როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. „რაც შეეხება ჯარიმებს, შევთანხმდით, რომ ამ ეტაპზე მოქალაქეებს ჯარიმები არ დაეკისრებათ და ისინი გადავადებულია. ამასთან, ეს წესი იმოქმედებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში,“ – განაცხადა მინისტრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0