ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაზღუდად, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას მიიღებს ადმინისტრაციის შენობის მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ყუთი შესაბამისი უსაფრთხო წესით გაიხსნება და მასში მოთავსებული დოკუმენტაცია შესაბამის სტრუქტურებსა და სამსახურებში განაწილდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიზანია, აღნიშნული ცვლილებით, მაქსიმალურად უზრუნველყოს ადამიანებს შორის პირდაპირი კონტაქტის შეზღუდვა. ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ, განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გამოაგზავნონ საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე (www.gov.ge) განთავსებული შესაბამისი ველის საშუალებით ან საქართველოს ფოსტით (მის: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7). დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 990 900
მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენცია ახალი წესით მიიღებს
13/03/2020