საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა, რომლის კომპლექსური რეაბილიტაციაც 2 თვის წინ დასრულდა. რეაბილიტაციის 10 მილიონიანი პროექტის მიხედვით, ბაღის ტერიტორიაზე განახლდა არსებული შენობები, მოეწყო სასეირნო ბილიკები, ხელოვნური ტბა, ჰერბარიუმი. ბაღს დაემატა მცენარეთა ახალი ჯიშები.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საქართველოს სხვა 4 ისტორიულ ბაღთან ერთად, ევროსაბჭოს კულტურულ მარშრუტში ჩაერთო. ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს საქართველო 2019 წელს შეუერთდა. პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მერიასთან ერთად განახორციელა. ფონდ “ქართუსა” და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით კი, რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია საქართველოს მუზეუმების ასოციაციამ მომზადდა. პრეზიდენტმა ასევე დაათვალიერა რეაბილიტირებული დადიანების ნიკოსეული სასახლე და დადიანების სასახლის ისტორიულ- არქიტექტურულ მუზეუმში ოქროს ფონდის გამოფენა, სადაც წარმოდგენილია მე-10 საუკუნიდან მე-19 საუკუნის ჩათვლით უნიკალური საეკლესიო ნივთები, ოქროს ხატები და სამკაულები. პრეზიდენტმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან და ზუგდიდის მერთან ერთად დაათვალიერა.
პრეზიდენტმა ზუგდიდის რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღი და დადიანების სასახლე დაათვალიერა
10/03/2020