ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში გოგებაშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები ხორციელდება. დღეს, 19 თებერვალს ადგილზე იმყოფებოდნენ და პროექტის მიმდინარეობას თვალს ადევნებდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი, ეკონომიკის სამსახურის უფროსი სერგო ლალიაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი გიორგი პაპიაშვილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის მოსწორების და წყალამრიდების მოწყობის სამუშაოები. პროექტის განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობები, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურა. სამუშაოების მთლიანი ღირებულება 491811 ლარს შეადგენს და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
დაბა სურამში გოგებაშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები ხორციელდება
19/02/2020